geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეკანის შეხვედრა თურქ პროფესორებთან

2026 წლის 21 ივლისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ მიიღო თურქი პროფესორების დელეგაცია, რომელთა შორის იყვნენ:


პროფესორი გიულ ეზერი (Prof. Dr. Gül Eser) - სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის (Marmara University) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი;


პროფესორი თუნჩ დურმუშ მედენი (Prof. Dr. Tunç Durmuş Medeni) - ანკარის ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის (Ankara Yıldırım Beyazıt University) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მართვის საინფორმაციო სისტემების (YBS) დეპარტამენტის პროფესორი.


ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ სტუმრებს გააცნო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო დ სამეცნიერო პროგრამები. განიხილეს ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
 

თარიღი: 21/07/2026